კლერმონი პირველ რიგში რაგბთან ასოცირდება, რადგან ევროპაში სახელგანთქმული და ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, მაგრამ ამჯერად თავი საფეხბურთო კლუბმაც გამოიჩინა, რომელიც ისტორიაში პირველად ლიგა 1-ში აღზევდა.
საფეხბურთო კლუბი „კლერმონი“ ორჯერ გაკოტრდა. პირველად 1947 წელს და 1971 განაახლა არსებობა, მაგრამ 1990 წელს ისევ გაკოტრდა და მომდევნო წელს კიდევ ერთ გააგრძელა არსებობს. აქამდე მას ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევია და მომდევნო სეზონიდან ფრანგული ფეხბურთის ელიტაში მოსინჯავს ძალებს.
„კლერმონმა“ ლიგა 2-ში 72 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „ტრუას“ ჩამორჩა, რომელიც ცხადია, ასევე აღზევდა. მესამე წარმატებული გუნდი პლეი-ოფში გამოვლინდა, რომლის ნახევარფინალში „პარიზი“ „გრენობლს“ ხვდება და გამარჯვებული ფინალში „ტულუზას“ დაუპირისპირდა, ფინალში საუკეთესო კი ლიგა 1-ში გადავა.