ფეხბურთი

22:50 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში გუნდების რაოდენობა შემცირდება

იტალიის სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირება იგეგმება. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2023 წლიდან გუნდების რაოდენობა ორით შემცირდება.

„არსებობს იდეა და პროექტი, რომელზეც ვმუშაობდი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2023-2024 წლების სეზონიდან სერია A 18-გუნდიანი გვექნება. მინდა, იტალიის საფეხბურთო სისტემის რეფორმა, ასევე საინტერესოა პლეი-ოფებისა და პლეი-აუტების სისტემაც“, - თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A 20-გუნდიანი 2004-2005 წლების სეზონიდან გახდა, ხოლო მანამდე იტალიის მთავარ ლიგაში 18 კლუბი თამაშობდა.

0.104869