ფეხბურთი

16:21 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების შემადგებლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა შეარჩია და დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა სათადარიგო სიაც გამოამზეურა და იქ მოხვედრილი ფეხბურთელებიც ამ ეტაპზე ინარჩუნებენ ევრო 2020-ზე თამაშის შანსს.

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა კი ევროპის ჩემპიონატზე ასეთი იქნება:

მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი, ესპანეთი), სიმონ მინოლე (ბრიუგე), მატც სელსი (სტრასბურგი, საფრანგეთი)

მცველები: დედრიკ ბოიატა (ჰერტა, გერმანია), ჯეისონ დენაიერი (ლიონი, საფრანგეთი), ტომას ვერმაელენი (ვისელ კობე, იაპონია), ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი, ინგლისი), ტომას მუნიე (დორტმუნდი, გერმანია)

ნახევარმცველები: იანიკ-ფერეირა კარასკო (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიმოთი კასტანი (ლესტერი, ინგლისი), ნასერ შადლი (ბაშაკშეჰირი, თურქეთი), აქსელ ვიტსელი (დორტმუნდი, გერმანია), ტორგან აზარი (დორტმუნდი, გერმანია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი (ვულვზი, ინგლისი), დენის პრატი (ლესტერი, ინგლისი), იური ტილემანსი (ლესტერი, ინგლისი), ედენ აზარი (რეალი, ესპანეთი), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე)

თავდამსხმელები: ჟერემი დოკუ (რენი, საფრანგეთი), დრის მერტენსი (ნაპოლი, იტალია), ლეანდრო ტროსარი (ბრაიტონი, ინგლისი), მიში ბატშუაი (კრისტალ პალასი, ინგლისი), კრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი, ინგლისი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი, იტალია)

სათადარიგო სია: ალექსის სალემაკერსი (მილანი, იტალია), ტომას კამინსკი (ბლექბერნი, ინგლისი), სამბი ლოკონგა (ანდერლეხტი), იარი ვერშარენი (ანდერლეხტი), ბრაიან ჰეინენი (გენკი), ტომას ფოკეტი (რეიმსი, საფრანგეთი), ადნან იანუზაი (სოსიედადი, ესპანეთი), ბრენდონ მეჰელე (ბრიუგე), შარლ დე კეტელარე (ბრიუგე), ჯორდან ლუკაკუ (ანტვერპენი), ზინიო ვანჰეუსდენი (სტანდარდი)

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის, დანიისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078069