ფეხბურთი

1:16 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყოჩაღი „ლიდსი“

შაბათის პრემიერლიგაში გამოსარჩევი „ლიდსის“ „ბარნლისთან“ სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლდათ. ქარ-წვიმიან ბარნლიში ჩასულებმა იყოჩაღეს.

„ტარფ მურის“ სტადიონზე, რომელიც 1883 წელსაა აშენებული, ორგანიზატორებმა 3 500 გულშემატკივარი უფასოდ შეუშვეს.

მარსელო ბიელსას ბიჭებმა კი მართლაც კარგი წარმოდგენა მოაწყვეს. თითო ბურთი მატეუშ კლიხმა და ჯეკ ჰარისონმა გაიტანეს, დუბლი მიითვალა 30 წლის ესპანელმა როდრიგომ.

უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა გვიან მატჩში „ვესტ ჰემმა“ „ბრაიტონთან.“ დევიდ მოიესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვის და აუტსაიდერთან წაფორხილება მართლაც კრახის ტოლფასია. ეგ კი არა, აგებდნენ - დენი უელბეკმა გაუტანა ბოლოსკენ, მაგრამ მალევე გაათანაბრეს, ალჟიერელმა საიდ ბენრაჰმამ გამოიჩინა თავი.

ახლა „ჩაქუჩებს“ ლიგაში მოხვედრის მხოლოდ მათემატიკური შანსიღა დარჩათ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 26-ე ტური. 15 მაისი

ბარნლი - ლიდსი 0:4

0:1 კლიხი (44), 0:2 ჰარისონი (69), 0:3, 0:4 როდრიგო (77, 79)

საუთჰემპტონი - ფულემი 3:1

1:0 ადამსი (27), 2:0 ტელა (60), 2:1 კარვალიო (75), 3:1 უოლკოტი (83)

ბრაიტონი - ვესტ ჰემი 1:1

1:0 უელბეკი (84), 1:1 ბენრაჰმა (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116253