მიუნხენის „ბაიერნისა“ და ავსტრიის ნაკრების მცველმა, დავიდ ალაბამ, ვენის „აუსტრიას“ სოლიდური თანხა გადაურიცხა - გვამცნობს Kurier.
ის კლუბის აქციების ორი პროცენტის მფლობელი გახდა. ჯამში 500 ათასი ევრო გადაიხადა. „აუსტრია“ ამჟამად გაკოტრების პირასაა და ვარაუდობენ, რომ ეს დაფინანსება კლუბს ახალი სპონსორების მოძიებაში დაეხმარება.
2002-09 წლებში ალაბა „აუსტრიის“ ახალგაზდულ გუნდებში თამაშობდა, საიდანაც 2009-ში „ბაიერნში“ გადავიდა.