ფეხბურთი

18:21 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ევრო 2020-ზე ვერ ითამაშებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა. 39 წლის სკანდინავიელს მუხლის ტრავმა აქვს და ევროფორუმზე, რის გამოც ნაკრებში 5-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ზლატანის ტრავმის შესახებ ცნობა „მილანმაც“ დაადასტურა და განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მინიმუმ 6 კვირა იუქმებს. გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების სოციალურ ქსელში იბრას დაზიანება უკვე დაადასტურეს.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მთავარ მწვრთნელ იანე ანდერსონს აცნობა, რომ ტრავმა ხელს უშლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშში. ვიმედოვნებთ, რომ მას მალე ვნახავთ საფეხბურთო მოედანზე“, - ნათქვამია შვედეთის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იიბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ მარტში დაბრუნდა და საქართველოს ნაკრებთან ითამაშა. მისი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო, მაგრამ „იუვენტუსთან“ უწყინარ სიტუაციაში მიღებული ტრავმა (არავინ შეხებია), მისთვის საბედისწერო გამოდგა.

0.114527