ესპანეთის ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. 36-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „გრანადას“ ესტუმრა და დაგეგმილი ქულები მარტივად მოიპოვა.
პირველ ტაიმში ლუკა მოდრიჩმა და როდრიგომ გაიტანეს, რასაც 71-ე წუთზე „გრანადას“ ერთი გოლი მოჰყვა, მაგრამ მალევე, 5 წუთის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი უკვე სამბურთიან უპირატესობას ფლობდა. ჯერ ალვარო ოდრიოსოლამ გამოიჩინა თავი, ხოლო საბოლოო შედეგი კარიმ ბენზემას გოლით დაფიქსირდა და მადრიდელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
„რეალმა“ 78 ქულა დააგროვა და „ატლეტიკოს“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 2 ქულით ჩამორჩება და ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. აი, მადრიდულ გუნდებთან შედარებით „ბარსელონას“ შანსი უკვე მართლაც ძალიან შემცირებულია, რადგან ლიდერს უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
„გრანადა“ – „რეალი“ 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 მოდრიჩი (17), 0:2 როდრიგო (45), 1:2 მოლინა (71), 1:3 ოდრიოსოლა (75), 1:4 ბენზემა (76)