ფეხბურთი

17:54 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ სატელევიზიო მაუწყებლებთან 5-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალურად დაადასტურა სატელევიზიო მაუწყებლებთან კონტრაქტის განახლება.

ახალი შეთანხმების საფუძველზე Sky Sports-თან, BT Sport-თან, Amazon-თან და BBC Sport-თან კონტრაქტი ძალაში 2025 წლამდე იქნება. გარიგების ღირებულება დაახლოებით 5.1 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

სატელევიზიო უფლებები ამჯერად სავალდებულო ტენდერის გარეშე იქნა მინიჭებული. ეს გამონაკლისი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112942