ფეხბურთი

22:57 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ტუხელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის "ჩელსი" აპირებს კლუბის მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს ახალი ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, გერმანელი სპეციალისტი გაზრდილ ხელფასსაც მიიღებს.

ტუხელი "არისტოკრატების" თავკაცად 2021 წლის იანვარში დაინიშნა. მას შემდეგ გერმანელის გუნდმა 25 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 17 მოიგო და ექვსი ფრედ დაასრულა. ასევე, "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ხოლო ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119978