მიუნხენის „ბაიერნის“ გამგეობის წევრმა ოლივერ კანმა ნორვეგიელი თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და ლეგენდარულმა გერმანელმა კიპერმა ეს ამბავი პრაქტიკულად გამორიცხა.
„როგორც ჩვენ ვიცით, მისი ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. ჩვენი კლუბისთვის ეს წარმოუდგენელია. ლევანდოვსკის ჩვენთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი თამაში დაუჯერებელია. 39 გოლი გაიტანა, შესაბამისად, ჰოლანდზე არც ვფიქრობთ. რობერტს ამ დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია.
არსებობს სხვა და სხვა ტიპის მოთამაშეები. მაგალითად, ნოიერთან დაკავშირებთ გრძნობ, რომ ის ფორმის შენარჩუნებას 40 წლამდე მოახერხებს, სანამ ეს ფეხბურთელები შესანიშნავ მდგომარეობაში არიან, გუნდისთვის ძალიან ფასეული იქნება“, - თქვა კანმა.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიაში“ ერლინგ ჰოლანდის გასხვისებას მიმდინარე ზაფხულს გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის აგენტი მინო რაიოლა საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში ჰოლანდი კლუბს შეიცვლის.