ინგლისის პრემიერლიგა უახლოეს ხანებში ახალ სამწლიან სატელევიზიო კონტრაქტს გააფორმებს, რომლის განმავლობაში 4.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კლუბების აქციონერთა დღევანდელ შეხვედრაზეა შესაძლებელი. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
წყაროს თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაარწმუნა პრემიერლიგის გამგეობა, რომ Sky Sports-თან, BT Sport-თან და Amazon Prime-თან კონტრაქტის გაფორმება არ დაარღვევს ანტიმონოპოლურ კანონებს.
სავარაუდოდ, კლუბები საბოლოოდ დღეს შეთანხმდებიან, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად ივნისში გამოცხადდება, როდესაც სეზონი უკვე დასრულებული იქნება.