ფეხბურთი

1:53 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "რონალდუს გვერდით სიამოვნებით ვითამაშებდი"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს შეკითხვა დაუსვეს, ვის გვერდით თამაშს ისურვებდა და მან კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამის მოტივიც გააჟღერა.

„მე ავირჩევდი კრიშტიანუ რონალდუს, რადგან უკვე ვითამაშე ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორებიც მესი და მბაპე არიან, მაგრამ რონალდუს გვერდით ჯერ არ მითამაშია“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარმა ცოტა ხნის წინ პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე განაახლა, კრიშტიანუ რონალდუს კი პარიზულ კლუბს უცხოური მედია უკავშირებს და მისი მომავალი „იუვენტუსში“ საკმაოდ ბუნდოვანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113253