ფეხბურთი

0:20 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ამ სეზონს ყოველთვის გავიხსენებთ, ყველაზე რთული ტიტული იყო"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში ოფიციალურად გაჩემპიონების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს ყველაზე რთული ტიტული იყო და ამ სეზონს ყოველთვის გაიხსენებენ.

„ეს იყო ყველაზე რთული ტიტული. ჩვენ სამუდამოდ გავისხენებთ ამ სეზონს იმის წყალობით, როგორც მივაღწიეთ გამარჯვებას“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ინგლისელი ჟურნალისტი ჯეკ გოგანი ტვიტერში.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო პრემიერლიგა, ბოლო 9 წელიწადში კი მეხუთედ. „სიტის“ ჩემპიონობა მოსალოდნელი და მხოლოდ დროის ამბავი იყო, რადგან დიდებული სეზონი ჩაატარა. არადა, ნოემბერში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მას შემდეგ ქულებს პრაქტიკულად აღარ კარგავდა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტისთვის“ ეს სეზონში მეორე ტიტულია - მანამდე ინგლისის კარაბაო თასი მოიგო, ახლა შეუძლია ტრიპლეტზეც გაიწიოს, რადგან 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ჩელსის“ წინააღმდეგ ელოდება.

0.112995