იტალიურმა „მილანმა“ 2021-2022 წლების სეზონისთვის ახალი, საშინაო ფორმა წარადგინა, რომელიც ტრადიციულ შავ-წითელ ფერებშია შეფერილი.
თუმცა, არატრადიციული ზოლები ამშვენებს და უფრო მეტად ახლო წარსულიდან ეს დიზაინი 2014-2015 წლების სეზონის „მილანის“ მაისურს მოგაგონებთ. ახალი ფორმები ფეხბურთელებმა წარმოადგინეს და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში „როსონერი“ ამ მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „მილანი“ „ტორინოს“, „კალიარის“ და „ატალანტას“ უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება.