News

11:26 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშოს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშოს. L’Equipe-ს ინფორმაციით, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამავდროულად ოლიმპიურ გუნდსაც ხელმძღვანელობს, სილვან რიპოლმა მბაპე გაფართოებულ სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ეს სია 85 ფეხბურთელისგან შედგება, მაგრამ იქ პსჟ-ს ვარსკვლავის ყოფნა უკვე საინტერესოა და რაც მთავარია, თვითონ ფეხბურთელსაც აქვს სურვილი, რომ ოლიმპიადაზე ითამაშოს. თუმცა, ეს საკმაოდ რთული იქნება.

მბაპეს წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომლის ფინალში საფრანგეთის ნაკრები თუ გავა, კილიანს ოლიმპიადამდე სულ რაღაც 11 თავისუფალი დღე დარჩება, ოლიმპიური თამაშების შემდეგ კი მალევე ახალი სეზონიც იწყება.

აქვე გეტყვით, რომ კლუბები არ არიან ვალდებულნი ოლიმპიადისთვის ნაკრებში ფეხბურთელები გაუშვან, რადგან ის ფიფას ეგიდით არ ტარდება. ტოკიოს ოლიმპიადისთვის ყველა მონაწილე ნაკრებმა 18-კაციანი განაცხადი, რასაც 4 სათადარიგო მოთამაშის გვარიც ემატება, CIO-ს ივნისის ბოლომდე უნდა მიაწოდონ. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 37 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

0.115604