ნიდერლანდური ერედივიზიის 32-ე ტურში, „გრონინგენმა“ სტუმრად „ემენი“ 4:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში იყო ტრავმამოშუშებული 37 წლის არიენ რობენიც, რომელმაც 52 და 62 წუთებზე საგოლე გადაცემებით გამოიჩინა თავი.
ეს პასები რობენისთვის პირველი აქტიური ქმედება გახლდათ კარიერის განახლების შემდეგ. ასეთი კი ბოლოს 2019 წლის 18 მაისს იყო, როცა ნიდერლანდელმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში „აინტრახტს“ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ რობენი „გრონინგენის“ აღზრდილია.