ფეხბურთი

16:47 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა, შესაძლოა, „რეალის“ დარჩენილი მატჩები გამოტოვოს

„რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ტრავმის გამო, შესაძლოა, „სამეფო კლუბის“ ამ სეზონში დარჩენილი მატჩები გამოტოვოს - წერს AS.

მას მარცხენა კუნთის პრობლემა კარგა ხანია აწუხებს და საკმაოდ დიდი დრო გაუცდა ამის გამო, რასაც შემდეგ კორონავირუსიც დაემატა.

წყაროს ინფორმაციით, რამოსს ტრავმა გაუმიზეზდა და ალბათ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114968