რუსეთის პირველ ლიგაში მერაბ ურიდიამ მორიგი გოლი გაიტანა. 41-ე ტურში „ნეფტეხიკიმა“ შინ „სკა ხაბაროვსკი“ 3:2 დაამარცხა და ანგარიში ქართველმა შემტევმა გახსნა.
45-ე წუთზე ურიდიამ მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 28 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, თუმცა ლიდერ სერგეევს 40 გოლი აქვს გატანილი.
ურიდია ამ შეხვედრაში 90-ე წუთზე შეცვალეს, „სკა ხაბაროვსკის“ რიგებში კი შეუცვლელად ითამაშა ირაკლი კვეკვესკირმა. „ნეფტეხიმიკი“ 70 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „სკა ხაბაროვსკი“ 60 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.