ფეხბურთი

16:58 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„პარი სენ ჟერმენმა“ ნეიმარს კონტრატი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზელებთან ხელშეკრულება 3 წლით განაახლა და კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2022 წელს ეწურებოდა, თუმცა შეთანხმების შემდეგ კარიერას ისევ საფრანგეთში გააგრძელებს და არაოფიციალური ცნობით, მის ხელფასი სეზონში 36 მილიონი ევრო იქნება.

ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ-ს მიზანია ნეიმარის შემდეგ კონტრაქტი ამჯერად კილიან მბაპეს გაუხანგრძლივოს და სპორტული დირექტორი ლეონარდო ფრანგ შემტევთან დაიწყებს მუშაობას.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა და მას მერე 112 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11087