ავტოსპორტი

3:53 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერნი ეკლსტოუნი: ფერარის პრობლემა იტალიელებშია

ფორმულა 1-ის ყოფილი მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ფიქრობს, რომ „ფერარის“ წარმატებების მისაღწევად, ახალი ჟან ტოდტი სჭირდება. ბერნი დარწმუნებულია, რომ სკუდერიაში უფრო მეტი უცხოელი სპეციალისტი უნდა მოიწვიონ.

იტალიურ გამოცემა „სტამპასთან“ საუბრისას, ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ „ფერარის“ მთავარ პრობლემას, იტალიელები წარმოადგენენ: „არ მინდა, უხეშობაში ჩამომართვათ, მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფერარისთვის მთავარ პრობლემას იტალიელები ქმნიან. ყოველ მათგანს უფროსობა უნდა, ყველას თავისი იდეა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ყველა უნდა გაუშვან. მაგრამ ასევე უნდა მოიყვანონ გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები - ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ“.

„გაიხსენეთ ჟან ტოდტის ისტორია. იტალიელებს თავისან მისი მოწვევის იდეა არ მოეწონათ. მაგრამ მე ისინი დავარწმუნე, რომ ეს სწორი გზა იყო. და მალე საქმე გამოსწორდა. ახლა კი მარანელოში ისევ სჭირდებათ საზრიანი მენეჯერი, რომლებიც ადამიანებს სწორად გაანაწილებს. სამი წლის წინათ ვფიქრობდი, რომ იდეალური ვარიანტი ფლავიო ბრიატორე იქნებოდა - მას შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა, შეუძლია საჭირო სპეციალისტების მოზიდვა და პოლიტიკურ თამაშებში არ ერთვება. მაგრამ ის ამჟამად სხვა პროექტებით არის დაკავებული“.

„რა თქმა უნდა, ბინოტოსთვის ახლა რთული სიტუაციაა. მე დარწმუნებული არც ვარ, სურს თუ არა გუნდის ხელმძღვანელობა. ის ხომ ინჟინერია და ყოველთვის ტექნიკური საკითხებით იყო დაკავებული“.

0.1174