ძიუდო

18:02 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოში ყაზანის გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან 81 კგ წონითი კატეგორიიდან 90 კილოგრამში გადაინაცვლა და ახალ წონაში პირველივე შეჯიბრზე მედალს დაეუფლა.

მაისურაძემ სენეგალელი აბდერაჰმან დიაო, შვედი მარკუს ნიმანი, გერმანელი ტიმ შმიდტი და ებრაელი ლი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ სანშირო მურაოსთან იპონით წააგო, შედეგად, ფინალურ ბლოკში ლუკა ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამზე, მისი მეტოქე კი ფრანგი აქსელ კლერჟე იყო, რომელსაც იპონით აჯობა და ბრინჯაო დაისაკუთრა.

ამავე წონაში იმედა გოგოლაძეც ასპარეზობდა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადისთან დამარცხდა. +100 კგ წონით კატეგორიაში კი საბა ინანეიშვილი პირველ წრეში სამხრეთ კორეელ ჯაეგუ იოუნთან ვერაფერს გახდა და ტურნირს გამოეთიშა.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა ონისე სანებლიძემ, რომელიც ნახევარფინალამდე დაუმარცხებელი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ქუვეითელი აბდულა ტალები, უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი, სერბი ალეკსანდარ კუკოლი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან წააგო. ონისე ბრინჯაოს მედლისთვის რუს ნიაზ ბილალოვს გაეჯიბრა, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ამრიგად, საქართველომ ყაზანის გრანდ სლემზე 3 მედალი მოიპოვა - ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117332