მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზად არის 32 წლის პოლონელის თაობაზე კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და შეთავაზების სახით მასში მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
თავად ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი განაახლებს თუ არა ხელშეკრულებას.
ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 36 გოლის გატანა მოახერხა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით კი მის ანგარიშზე 35 შეხვედრაში 41 გოლია.