ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში თავისუფალ ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიადის წინ ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართა და ხალიჩაზე სამი ქართველი გავიდა, მაგრამ ყველა ლიცენზიის გარეშე დარჩა.
65 კგ წონით კატეგორიაში კორონავირუსის გამო ლადო ხინჩეგაშვილმა ვერ იჭიდავა და ის ბექა ლომთაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც კანადელი დილონ უილიამსი და რუმინელი ნიკოლა ოხლოპკოვი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან წააგო და ლიცენზიის შანსი დაკარგა.
57 კგ წონით კატეგორიაში ოთარ გოგავამ აზერბიაჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო სანდრო ამინაშვილმა პირველი წრე დაძლია, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვთან მარცხი განიცადა.
ამრიგად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს შემდეგი ლიცენზიები ექნება: ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლიცენზია უკვე დაბევებული აქვთ გიორგი მელიას (97 კგ), რამაზ ზოიძეს (67 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ) და იაკობ ქაჯაიას (130 კგ).