ფეხბურთი

16:54 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლემანი რასისტული მესიჯის გამო "ჰერტადან" გაათავისუფლეს

ბერლინის „ჰერტადან“ იენს ლემანი რასისტიული მესიჯის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ლემანმა Sky Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველ და გერმანიის ნაკრების ყოფილ მცველ დენის აოგოს მესიჯი შეცდომით გაუზავნა: „დენისი, თქვენი კვოტირებული შავია?“

ლემანს ეს მესიჯი აოგოსთვის არ უნდა გაეგზავნა, რადგან სწორედ მას აყენებდა რასისტულ შეურაცხყოფას, თუმცა, ადრესატი შეეშალა. შედეგად, აოგომ მესიჯი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა: „სერიოზულად ამბობ? ეს მესიჯი ალბათ ჩემთვის არ იყო გათვლილი“, - დაწერა მან.

ამ ინციდენტის გამო „ჰერტამ“ ვეტერანი გერმანელი კიპერი მრჩევლის თანამდებობიდან დაითხოვა. როგორც ლემანმა განაცხადა, აოგოს დაურეკა და ბოდიშიც მოუხადა, თუმცა, სამსახური მაინც დაკარგა.

0.11607