„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს. ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალში“ ითამაშებს, რომელსაც ნიჟნი ნოვგოროდი მასპინძლობს, მაგრამ შერმადინს იქ შესვლის უფლება არ მისცეს.
ქართველ კალათბურთელს რამის გათენება აეროპორტში დივანზე მოუწია. როგორც ესპანური პრესა წერს, „ტენერიფე“ და ფიბა ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და რა გახდა იმის მიზეზი, რომ ქართველი კალათბურთელი რუსეთში არ შეუშვეს, უცნობია.
ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ 5-9 მაისს გაიმართება და მეოთხედფინალში „ლენოვო ტენერიფე“ ფრანგულ „სტრასბურს“ გაეჯიბრება.