ფეხბურთი

13:21 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას მწვრთნელი 50 წლის გახდა

ყაზანის „რუბინის“ თავკაცი, ლეონიდ სლუცკი 50 წლის მოიყარა.

„საუკეთესო მწვრთნელს დღეს 50 წელი უსრულდება. ვულოცავთ დაბადების დღეს ლეონიდ ვიკტოროვიჩს.“ - წერია „რუბინის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდზე.

სლუცკი „რუბინში“ 2019 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მანამდე ის ფკ „მოსკვას,“ „კრილია სოვეტოვს,“ ინგლისურ „ჰალსა“ და ნიდერლანდულ „ვიტესს“ წვრთნიდა. 2009-16 წლებში კი მოსკოვის ცსკა-ს თავკაცობდა, რომლის დროსაც სამჯერ მოიგო რუსეთის პრემიერლიგა და ქვეყნის თასი.

ამჟამად „რუბინი,“ 28 ტურის შემდგ 49 ქულით, რუსეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-4 ადგილზეა.

ცოტა ხნის წინათ, ცნობილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა კვარაცხელიაზე საუბრისას თქვა: ხვიჩას გაუმართლა, რომ სლუცკისთან მოხვდა. ის ძალიან კარგად მუშაობს ახალგაზრებთან და განვითარებაში დიდად ეხმარებაო.

0.146888