ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 6-დან 9 მაისის ჩათვლით ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს, საგზურებს კი მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.
ტურნირზე ლიცენზიების მოპოვებას 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ გოგავა, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე და 86 კილოგრამში სანდრო ამინაშვილი შეეცდებიან. ისინი ტატამზე 6-7 მაისს გამოვლენ.
შეგეხსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 74, 97, 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.