„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, ჟურნალისტებთან საუბარში თავისი გუნდის ევროთასებზე მოხვედრის პერსპექტივა შეაფასა.
„პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და გულშემატკივრები ჯერ კიდევ საუბრობენ „ვესტ ჰემის“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე. ეს კარგია. ასე უნდა გავაგრძელოთ ბოლო ტურამდე. ვნახოთ, რა გამოვა. ამისათვის დარჩენილი ყველა მატჩის მოგება მოგვიწევს.
თუ მოვახერხეთ ევროთასებზე მოხვედრა, ეს დიდებული მიღწევა იქნება. გულწრფელად გეტყვით, მეწყინება თუ ასე არ მოხდება.” - ციტირებს შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
3 მაისს „ჩაქუჩებმა“ სტუმრად „ბარნლი“ დაამარცხეს (2:1) და ამჟამად პრემიელიგის ცხრილში 58 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.