რუსეთის პირველი ლიგის მე-40 ტურში „ნეფტეხიმიკმა“ „ველესი“ 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ქართველი ნახევარმცველის, მერაბ ურიდიას ანგარიშზეა.
მან ანგარიში მე-3 წუთზე ახლო მანძილიდან გახსნა, ხოლო მე-12 წუთზე დუბლი შეასრულა. მეორე გოლი უბრალოდ შედევრი იყო - მოედნის ცენტრიდან დაარტყა და სუპერგოლი მიითვალა.
ურიდია 28 წლის ნახევარმცველია, რომელიც „ნეფტეხიმიკში“ 2017 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველ ლიგაში 35 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მას მოსკოვის „ტორპედოში“, „შუქურაში“ და „ვოლგაში“ უთამაშია, „ნეფტეხიმიკში“ კი 2012-2014 წლებშიც ირჯებოდა. კარიერის საწყის ეტაპზე მერაბი ყაზანის „რუბინშიც“ ირიცხებოდა.
„ნეფტეხიმიკს“ 40 ტურის შემდეგ 67 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.