ფეხბურთი

19:13 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ყოველთვის ყველაზე რთული სათამაშოა"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, პსჟ-ს რისი გაკეთება შეუძლია ყველამ იცის და ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრები ყოველთვის ყველაზე რთული სათამაშოა.

„პსჟ შესანიშნავი გუნდია და ეს ყველამ იცის. მათ შეუძლიათ ისეთი მატჩი მოიგო, რომელსაც უბრალოდ ბევრი არ ელოდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ ასევე ვიცით, რომ მოგება ჩვენც შეგვიძლია. იგივე საფრთხეები გვემუქრება, რაც პირველ შეხვედრაში. მათ შეუძლია შემადგენლობის შეცვლა, ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ, არ ვიცი, რას გააკეთებენ. ჩვენ არასდროს გავსულვართ ფინალში, ამიტომ, გასაგებია, რომ სურვილი დიდია. თამაში ერთად უნდა წავიკითხოთ, რთულ მომენტებში ერთად უნდა დავრჩეთ, რომ სირთულეები ერთად დავძლოთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ, დაცვით ფაზაში კარგად უნდა ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ.

2019 წლის „ტოტენჰემის“ სცენარი? არ შემიძლია იმის პროგნოზირება ხვალ რა მოხდება. ეს არის სხვა გუნდები, სხვა მოვლენები. წარსული წარსულია, ჩვენი მოგონებები, ის შეიძლება იყოს ბედნიერი ან სევდიანი. მაშინ მშვენივრად ვითამაშეთ, მაგრამ უფრო შორს ვერ წავედით, ახლა ვცდილობთ, რომ ფინალში გავიდეთ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ყოველთვის რთულია. თამაშს იწყებ პირველ მატჩის შედეგზე დაყრდობით“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს პარიზში 2:1 მოუგო, ხოლო საპასუხო მატჩი 4 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.118599