ესპანური „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხავი გრასია გაათავისუფლეს. ესპანელ სპეციალისტს წარუმატებელი შედეგები არ აპატიეს და „ღამურებისთვის“ ბოლო წვეთი „ბარსელონასთან“ მარცხი (2:3) გამოდგა.
ხავრი გრასიას დროებით სალვადორ გონსალესი შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ გუნდს სეზონს დაასრულებინებს, ხოლო ზაფხულიდან „ვალენსიას“ ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.
„ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 36 ქულით მე-14 ადგილე იმყოფება. აქვე შეგახსენებთ, რომ ხავი გრასია თავის დროზე ყაზანის „რუბინს“ ავარჯიშებდა და მასთან კონფლიქტის გმო გუნდის დატოვება სოლომონ კვირკველიას მოუწია.