სხვა

12:39 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "მშიერი ვარ, ყოფილ ჩემპიონებთან ბრძოლას ვიმსახურებ!"

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოიგო და კოდი სტამანი სამ რაუნდში მსაჯების გადაწყვეტილებით 30:27, 29:28, 29:28 დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ ქართველმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მშიერია, ნებისმიერ მაღალი დონის მეტოქესთან დაპირისპირება სურს.

„ვვარჯიშობ ჩემპიონ ალიამან სტერლინგთან, ის ძალიან ძლიერია. ბედნიერი ვარ, ბევრს ვშრომობ და რა თქმა უნდა, მიხარია ტოპ 15-ის წარმომადგენელთან მოგება. დღეს ვაჩვენე, რომ მომავალში კიდევ ბევრი შემიძლია.

მინდა, ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ტოპ 10-ის ან ტოპ ხუთეულის წარმომადგენელის წინააღმდეგ, ყველასთვის მზად ვარ. ვიმსახურებ ვინმე დიდთან ბრძოლას. ვიმსახურებ დომინიკ კრუზთან ან რომელიმე ყოფილ ჩემპიონთან ჩხუბს, მე მშიერი ვარ.

„ჩემო საქართველო ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგახაროთ. ქრისტე აღსდგა!“, - თქვა ბრძოლის შემდეგ მერაბმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი ორი ბრძოლის წაგების შემდეგ ზედიზედ 6-ჯერ იმარჯვა და შესაბამისად, ბალანსიც დადებითი აქვს (6-2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11932