იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2:6) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მეორე ტაიმში უბრალოდ არ არსებობდა.
მოგეხსენებათ, „რომამ“ „მანჩესტერს“ პრველი ტაიმი 2:1 მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში 0:5 და საბოლოოდ, 2:6 წააგო.
„მძიმე მარცხია. პირველი ტაიმი კარგი გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში არ ვარსებობდით. სამი იძულებითი ცვლილების შემდეგ აღარ შეგვეძლო ცვლლებების შეტენა, დიავარას და სმოლინგსაც პრობლემები ჰქონდათ. ძალიან მძიმე მეორე ტაიმი იყო. რთული ასახსნელია ეს წაგება მას მერე, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ. შესვენების შემდეგ აგრესიის გარეშე ვითამაშეთ და სივრცეებს ვტოვებდით. მესამე გოლის შემდეგ რეაგირებისთვის მენატლური ძალაც აღარ გვქონდა, მაგრამ ძნელია „მანჩესტერის“ წინააღმდეგ შეცვლების გარეშე ითამაშო.
პოზიტივია ის, რომ ნახევარფინალში გავედით და პირველ ტაიმში „იუნაიტედთან“ ასე კარგად ვითამაშეთ, ეს ამტკიცებს, რომ ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერში შევცდით. ტაქტიკური პრობლემა არ ყოფილა და პირველი ტაიმი ამას ამტკიცებს, მეტოქისთვის მომენტის შექმნის შესაძლებლობაც არ მიგვიცია. თავიდანვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ტრავმების გამო დავკარგეთ და შემდეგ მენტალური ძალა აღარ გვონდა.
მე ყოველთვის მთავარი პასუხისმგებელი ვარ, საბაბის ძებნა არ მინდა, ჩემს შეცდომებს თავს არ ვარიდებ. „რომაში“ ჩემი 2-წლიანი ციკლი სრულდება? ვნახოთ, ახლა ძნელია საუბარი, შესაფერისი დრო არ არის ამაზე სასაუბროდ. ახლა მხოლოდ იმაზე ვღელავ, მეორე ტაიმში ვინ შეძლებს თამაშს, რადგან ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი რომში 6 მაისს გაიმართება, მაგრამ „რომას“ ფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.