ფეხბურთი

1:24 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტაიმის მერე 2:1 და საბოლოოდ 2:6 - "რომასთვის" "მანჩესტერი" კოშმარია

ევროპა ლიგის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და უკვე შეიძლება იმის თქმა , რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინალში ითამაშებს. „მანკუნიანელებმა“ „რომას“ მთლად ის 7:1 ვერ გაუმეორეს, როცა 2007 წელს აჯობეს, მაგრამ ბევრი არაფერი დააკლდათ.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ასეთი რამის წარმოდგენაც ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო ფერნანდეშმა „მანიუ“ სწრაფად დააწინაურა, ტაიმი მაინც „რომამ“ მოიგო. ლორენო პელეგრინიმ პენალტით გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლოს ედინ ჯეკომ „ჯალოროსი“ დააწინაურა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში იტალიელებს 3 იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწიათ, რაც ევროპა ლიგის ისტორიაში (2009 წლიდან) პირველად მოხდა.

პაულო ფონსეკას გუნდმა პირველი ნახევარი 2:1 მოიგო და რა თქმა უნდა, შინ სასურველი შედეგით ან ანგარიშით წასვლას იმედოვნებდა, მაგრამ ნაანტრაქტევს თავს ნამდვილი კოშმარ გადახდა. „წითელმა ეშმაკებმა“ „მგლებს“ კონკრეტულად მეორე 45 წუთი 5:0 მოიგეს! შედეგად, 6:2 იმარჯვეს და რა თქმა უნდა, ამ წყვილში ბრძოლა პრაქტიკულად დასრულდა, საპასუხო თამაში ფორმალობად იქცა. დუბლი შეასრულა ედინსონ კავანი, ისევე როგორც ბრუნო ფერნანდეშმა, ხოლო თითოჯერ პოლ პოგბამ და მეისონ გრინვუდმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ ევროთასებზე ერთ მატჩში მინიმუმ 6 გოლი 2007 წლის მერე პირველად გაიტანა და ბოლოს იგივე რამ ასევე „რომასთან“ ჰქონდა გაკეთებული, როცა 7-ჯერ დაამწუხრა.

მეორე ნახევარფინალში „ვილიარეალმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და ტაიმი 2:0, ხოლო თამაში 2:1 მოუგო. „მეთოფეები“ ბრძოლაში ნიკოლა პეპემ დატოვა, რომელმაც მეორე ნახევარში ერთი ბურთი გაქვითა და ყველაფერი ერთ კვირაში ლონდონში გადაწყდება.

„მანჩესტერი“ – „რომა“ 6:2 (1:2)

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნადეში (9), 1:1 პელეგრინი (15, პენ), 1:2 ჯეკო (34), 2:2 კავანი (48), 3:2 კავანი (64), 4:2 ბრუნო ფერნანდეში (71, პენ), 5:2 პოგბა (75), 6:2 გრინვუდი (86)

„ვილიარეალი“ – „არსენალი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (5), 2:0 ალბიოლი (29), 2:1 პეპე (73)

0.162943