ფეხბურთი

23:26 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსამ" გალიდერების შანსი გაანიავა და ლა ლიგაში ჩემპიონობა ოთხ გუნდს შეუძლია

ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონამ“ გადადებულ შეხვედრაში „გრანადას“ უმასპინძლა და რონალდ კუმანის გუნდისთვის საკითხი ძალიან მარტივად იდგა: გამარჯვება „ბარსას“ ერთპიროვნულად გაალიდერებდა.

ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და ლიონელ მესის პირველ ტაიმში გატანილი გოლით გოლით 63-ე წუთამდე იგებდა და ახლოს იყო „ატლეტიკოს“ გადასწრებასთან, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

63-ე წუთზე დარვინ მაჩისმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ხორხე მოლინამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ბარსა“ არამარტო უქულოდ, ლიდერის პოზიციის გარეშე დატოვა.

მარიგად, ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ძალიან საინტერესო და დაძაბული ვითარება შეიქმნა და ჩემპიონობისთვის ერთბაშად 4 გუნდი იბრძვის! „ატლეტიკოს“ 73 ქულა აქვს, „რეალსა“ და „ბარსელონას“ 71-71, ხოლო „სევილიას“ – 70. შესაბამისად, ოთხივე გუნდი ტიტულის მოგებაზე თამამ პრეტენზიას აცხადებს და რთული სათქმელია დარჩენილ 5 ტურში რა მოხდება.

„ბარსელონა“ – „გრანადა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მესი (23), 1:1 მაჩისი (63), 1:2 მოლინა (79)

0.158117