ფეხბურთი

2:03 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "საპასუხო მატჩში მეორე ტაიმის მსგავსად თუ ვითამაშებთ, ფინალში გავალთ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „პარი სენ ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ თუ მისი გუნდი საპასუხო შეხვედრაში ისე ითამაშებს, როგორც პარიზში, მეორე ტაიმში, ფინალში გავა.

„პირველი ნახევარფინალური მატჩის თამაში ადვილი არ არის, ვერ თამაშობ თავისუფლად და მეორე შეხვედრაზე ფიქრობ. ისინი სახიფათოები იყვნენ, ჩვენ კი გაშვებული გოლის შემდეგ ცუდად არ გვითამაშია. პრესინგის წყალობით რამდენჯერმე ბურთ მოვიპოვეთ, კონტროლი დავამყარეთ და ისე ვითამაშეთ, როგორც ვიცით. საპასუხო მატჩში ისე თუ ვითამაშებთ, როგორც დღევანდელ მეორე ტაიმში, ფინალში გავალთ.

დიახ, ზოგჯერ ფორვარდი გვაკლია, მაგრამ ჩვენი სათამაშო სტილი დიდ კონტროლზეა დამყარებული. პსჟ-ს ვეთამაშებოდით, რომელიც კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია. ამ დონეზე თამაშის დროს საჭიროა 90 წუთი მაქსიმალურად დაიხარჯო, თუ გსურს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გახვიდე, ეს სავალდებულოა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 4 მაისს ინგლისში გაიმართება და „მანჩეტერ სიტის“ დიდი შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდეს.

0.108688