ფეხბურთი

22:26 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მბაპე და ნეიმარი? არ მიფიქრია, მხოლოდ ძილი მინდოდა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტი მეტოქის შეტევის ხაზისგან განსაკუთრებულ ხიფათს ელოდება და ფიქრობს, რომ ფრანგები კონტრშეტევებზე ითამაშებენ.

„მბაპე და ნეიმარი? არ მიფიქრია, მხოლოდ მშვიდად ძილი მინდოდა. ყველაფერს გავაკეთებთ მათ შესაჩერებლად. თავი გუნდურად უნდა დავიცვათ და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში რაღაც უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

პსჟ-ს შესანიშნავი შეტევა ჰყავს, ბევრ კონტრშეტევას უნდა ველოდოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.114829