კალათბურთი

14:44 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის "ბორაცმა" ადრიატიკის ლიგა "ციბონასთან" მარცხით დაასრულა (+VIDEO)

ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში დუდა სანაძის „ბორაცი“ „ციბონას“ დაუპირისპირდა და 5-ქულიანი სხვაობით 77:82 წააგო. ბორაცელები ძირითადად ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა, ბოლო მეოთხედი 14:24 დათმეს და შესაბამისად, დამარცხდნენ.

ქართველი კალათბურთელი სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე არასრული 25 წუთი იმყოფებოდა, რა დროშიც დუდამ 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

ბორაცმა 8 მოგებიტა და 18 მარცხით ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სანაძე სერბულ კლუბს სწორედ ამ სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114051