ფეხბურთი

15:24 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანტონა: "მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უფრო ძლიერად არ დავარტყი"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გულშემატკივარს წიხლი ჩაარტყა. „კრისტალ პალასის“ ქომაგის მეთიუ საიმონდსის შეურაცხყოფას ფრანგმა თავდამსხმელმა მყისვე უპასუხა და მაშინ მკაცრად დაისაჯა - 9-თვიანი დისკვალიფიკაციით.

მიუხედავად ამისა, კანტონა მომხდარს არ ნანობს, პირიქით იმაზე უფრო ღელავს, რომ გაცილებით ძლიერად არ დაარტყა.

„შეურაცხყოფა ათასჯერ მომაყენეს და არასდროს მიპასუხა, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. მხოლოდ ერთი სინანული მაქვს: მინდოდა, რომ უფრო ძლიერად დამერტყა. 9 თვის განმავლობაში დისკვალიფიკაცია მქონდა, რადგან მათ სურდათ, რომ მე მაგალითი ვყოფილიყავი“, - თქვა კანტონამ.

0.111871