მიუნხენის „ბაიერნი“ ჰანს-დიტერ ფლიკის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. თუმცა, გერმანული მედიის ცნობით, „რეკორდმაისტერს“ სანაცვლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
როგორც Sky Deutschland-ი იტყობინება, „ლაიფციგი“ ნაგელსმანის კონტრაქტისგან გასათავისუფლებად 25-30 მილიონ ევროს ითხოვს. „ბაიერნის“ პასუხი უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მიუნხენელები ამ წინადადებას არ დათანხმდებიან.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნს“ ჰანს-დიტერ ფლიკი დატოვებს, რომელმაც ამის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ ოფიციალურად გააკეთა. ფლიკი „რეკორდმაისტერში“ 2019 წლის შემოდგომიდან მოყოლებული მუშაობს და გუნდს 6 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგა.