ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში უშვიათესი კურიოზი მოხდა. „სევილია“ – „გრანადას“ მატჩს მთავარმა მსაჯმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ 4 წუთი დაამატა, მაგრამ მის ამოწურვამდე 1 წუთით ადრე დაასრულა.
ამას რა თქმა უნდა, „გრანადას“ ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რადგან 1:2 მარცხდებოდნენ. რამდენიმე წუთში, როცა ფეხბურთელებს მოედანი დატოვებული ჰქონდათ, ზოგი კი საერთოდაც გასახდელში იყო შესული, მსაჯმა მათ მოედანზე დაბრუნება უბრძანა! დარჩენილი 1 წუთის სათამაშოდ.
საბოლოოდ, დაახლოებით 10-წუთიანი პაუზა იმით დასრულდა, რომ მსაჯმა მატჩი განაახლა და გუნდებმა დამატებული 1 წუთიც ითამაშეს, რომელშიც არაფერი შეცვლილა და „სევილიამ“ 2:1 მოიგო. თვითონ ფაქტი კი, ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ.