ფეხბურთი

17:16 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ჩემთვის ეს 12 კლუბი სამ კატეგორიად იყოფა"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სლოვენიელის განცხადებით, აჯანყებული 12 კლუბი მისთვის სამ კატეგორიად იყოფა და სამი კლუბის შემთხვევაში მძიმე სანქციებს არ გამორიცხავს.

მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან კლუბები, რომლებსაც ჩეფერინი ემტერება და მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაისაჯონ.

„ძალიან სტრესული პერიოდი იყო. მეგონა, რომ სარეცხ მანქანაში ჩამსვეს. შაბათს, შვეიცარიაში მანქანით მივდიოდი, როდესაც ეს გავიგე. მანამდე, მზად ვიყავი, რომ რეფორმებზე მესაუბრება. ანიელის დავურეკე მაგრამ იმ მომენტიდან ოთხჯერ შემიცვალა თემა. ის მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო სიმართლე არ იყო. შევთავაზე ჭრებზე განცხადება გაგკვეთებინა, მან 15 წუთი დრო მომცა და შემდეგ ვეღარ დავუკავშირდი, ტელეფონი საერთოდ გამორთო.

გულშემატკივრების, მთელი საფეხბურთო საზოგადოების და ზოგადად, მსოფლოს რეაქციამ გამაოგნა. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. უეფამ თავისი წილი გააკეთა, კლუბებმა, რომელიც ჩვენთან დარჩნენ, თავის წილი საქმე გააკეთეს. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ხალხმა გააკეთა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხშირად ვესაუბრებოდი ბორის ჯონსონს და სახელმწიფო მდივან დოუდენს. ეს გიჟური 48 საათი იყო.

სანქციები? ვნახოთ. ყველამ უნდა იწვნიოს შედეგები იმაზე, რაც გააკეთეს. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა. ინგლისურ 6 კლუბსა და სხვებს შორის, ჩემთვი დიდი განსხვავებაა. მათ ჯერ უარი თქვეს პროექტზე და მერე აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. ჩემთვის ეს სიტუაცია სამ ჯგუფად იყოფა: ჯერ ექვსი ინგლისური გუნდი, შემდეგ სამი კლუბი („ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მილანი“) და ბოლოს ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რო დედამიწა ბრტყელია და სუპერლიგის იმედი მანც აქვთ („რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“). მათ შორის დიდი განსხვავებაა. ყველას თავისი გზა აქვს და პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - თქვა ჩეფერინმა.

0.169208