იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „მილანი“ რომის „ლაციოს“ სტუმრად ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დაუპირისპირდება. „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა.
„იბრაჰიმოვიჩი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ხვალინდელი მატჩისთვის მზად არ არის. მას ლეაო ან მანჯუკიჩი შეცვლის. "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას იმსახურებს, იტალიაში "ინტერის" გარდა ჩვენზე ძლიერი გუნდები არ არიან“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „მილანი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა, მეხუთეადგილოსან „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს და დარჩენილ ტურებში ქულების დაკარგვის უფლება პრაქტიკულად აღარ აქვს. „ლაციოსა“ და „მილანის“ მატჩი ორშაბათს გაიმართება.