ფეხბურთი

23:37 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „როსონერის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და 39 წლის შვედის თავგადასავალი გრძელდება.

იბრაჰიმოვიჩს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ კონტრაქტი 1 წლით განაახლა და „მილანის“ ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ამ ერთ სეზონში სკანდინავიელი 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ლომბარდიულ გრანდს 2020 წლის იანვარში დაუბრუნდა. შავ-წითელი მაისურით მას 130 თამაშში 84 გოლი აქვს გატანილი (დაბრუნების შემდეგ 45 თამაში, 28 გოლი).

0.121826