ფეხბურთი

19:53 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფა "რეალის" და "იუვენტუსს" ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციას განიხილავს

მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა უეფამ დასაჯოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, უეფა ორივე კლუბის სანქციის საკითხს განიხილავს.

უეფა უკმაყოფილოა ორივე კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესისა და ანდრეა ანიელის მოქმედებებით და მათ სუპერლიგასთან დაკავშირებულ სკანდლალში მთავარ დამნაშავეებად მიიჩნევენ. აღმსასრულებელი კომიტეტის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ ორივე გუნდი მკაცრად უნდა დაისაჯოს. საუბარია ფინანსურ ჯარიმაზე, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერ ზომებზეც - ევროტურნირებიდან 1-წლიან დისკვალიფიკაციაზეც. აღნიშნულ საკითხს, პარაკსევს, 23 აპრილს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მსგავსი მკაცრი სასჯელი საჭირო არ არის, მითუმეტეს, მხოლოდ ორი კლუბზე, როდესაც სუპერლიგაში 12 კლუბი იყო და იყო და ოთხს გაერთიანება ჯერ არ დაუტოვებია („რეალის“ და „იუვენტუსის“ გარდა, „მილანსა“ და „ბარსელონას“).

მიუნხენის „ბაიერნის“ საბჭოს ხელმძღვანელი და ECA-ს საპატიო პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეც ერთ-ერთია, რომელიც ამ აზრზეა: „სუპერლიგაში 12 კლუბი იყო და არა მხოლოდ ანიელი“, - თქვა მან იტალიურ მედიასთან.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კი საინტერესო კომენტარი გააკეთა: „სუპერლიგაში მხოლოდ „რეალი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ და ერთმანეთს ყოველდღე შეხვდებიან. დეტალებში შესვლა არ მსურს, საკითხზე ჩვენი იურისტები საუბრბენ“, - აღნიშნა მან.

დიდი ალბათობით, უეფა ხვალ დაგეგმილ აღმასკომის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

0.117284