„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს ევროპის სუპერლიგის შეჩერების თაობაზე ესაუბრა.
„კარგად ვიცნობ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებს, მათ საბოდიშო არაფერი აქვთ. კარგი ბიჭები არიან.“ - ციტირებს კატალონიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის უკვე ჩაშლილ პროექტში თავიდან 12 კლუბი დარეგისტრირდა, აქედან 6 ინგლისური იყო. მალე ექვსივემ უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე.