ფეხბურთი

10:56 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა ზაფხულში "არსენალს" დატოვებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა ზაფხულში ტულის „არსენალს“ დატოვებს. როგორც Sport24 იტყობინება, კლუბი არ აპირებს ქართველ მცველთან კონტრაქტის განახლებას.

გრიგალავას ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტი გახდება.

31 წლის გრიგალავა „არსენალში“ 2017 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა. მას სხვადასხვა პერიოდში „როსტოვში“, „სკა ენერგიაში“, „მოსკვაში“, „ვოლგაში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟიში“ უთამაშია, მცირე ხნით კვიპროსის ჩემპიონატში „ეთნიკოსის“ წევრიც იყო. გიას საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117058