ფეხბურთი

16:10 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი სუპერლიგაზე: "ეს იყო სტრატეგიული იარაღი უეფასგან მეტი ფულის წასართმევად"

ფიფას ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგის დაშლას გამოეხმაურა.

ფრანგის განცხადებით, მისთვის ეს გასაკვირი არაა და იცოდა, რომ სუპერლიგის იდეა შორს ვერ წავიდოდა.

„ბედნიერი ვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავრჩით ერთ ორგანიზაციად და ფეხბურთს იგივე წესებით ვითამაშებთ. ფიფა ამის გარანტიას იძლევა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველა არსებული კლუბი ორგანიზაციაში. ჩვენს თამაშში ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველას უნდა მივცეთ თამაშის შესაძლებლობა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს პროექტი მხოლოდ სტრატეგიული იარაღი იყო უეფასგან რაც შეიძლება მეტი ფული წაერთმიათ. მოუმზადებელი იდეა იყო, არ მჯეროდა, რომ ბოლომდე მივიდოდნენ, ამიტომ, არ მიკვირს, რაც მოხდა“, - თქვა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11351