ფეხბურთი

21:48 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ასეთი სულისკვეთება თუ გვექნება, ჩემპიონთა ლიგაზე უპრობლემოდ გავალთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ატალანტასთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ სპეციალისტს შედეგი არა, მაგრამ მისი გუნდის თამაში მოეწონა.

„კარგი თამაში იყო ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა, შემდეგ კი სამწუხაროდ მომენტები მათ სასარგებლოდ გადაწყდა, რაც გოლში აისახა, მაგრამ თამაში კარგად იყო მომზადებული, დიდი ინტენსივობით, დიდი აგრესიით, შესაბამისად, ეს იყო თამაში, რომლის თამაში გვინდოდა. შედეგი სამწუხაროა, რადგან შინ მინიმუმ 1 ქულის წაღება შეგვეძლო.

დიბალა? მან შესანიშნავად ითამაშა, სანამ ფიზიკურად არ გაუჭირდა. მას დიდი ხნის განმავლობაში უქმობა მოუწია და „ატალანტასთან“ ასეთი თამაშის ჩატარება, ადვილი არ იყო. საბოლოო ჯამში მას კარგი თამაში ჰქონდა. 90 წუთი თამაში არ შეუძლია, მაგრამ როდესაც მოედანზე იყო, საქმე კარგად გააკეთა.

რონალდუ? მას თამაში არ შეეძლო, კიეზასაც კვირის განმავლობაში მცირე პრობლემა ჰქონდა, იგივე დანილოს, შესაბამისად ვინც დღეს განაცხადში იყვნენ, თავს უკეთ გრძნობდნენ, ზოგი ნაკლებად, მაგრამ თამაში შეეძლოთ. რონალდუს მიმდინარე სეზონში 25 გოლი შემთხვევით არ გაუტანია. ვიცით, რომ ის ჩვენი ფინიშერია, პირველ წრეშიც „ატალანტასთან“ კარგი თამაში ჰქონდა. რონალდუ ადვილად ადაპტირდება ასეთ მატჩებთან, რადგან ჩემპიონია და როდესაც ასეთი ფეხბურთი გაკლია, საჯარიმოში მკვლელ ფეხბურთელს ისაკლისებ. თუმცა, საერთო ჯამში დღესა გვქონდა ჩვენი საგოლე შანსები, ვერ გამოვიყენეთ.

ჩვენ ყველა თამაში ერთნაირი მოტივაციით და იგივე აგრესიით არ ჩაგვიტარებია. როდესაც ეს ყველაფერი გაქვს, ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ, სეზონის განმავლობაში ეს ყოველთვის არ გვქონია და ქულები დავკარგეთ. სეზონის ბოლომდე კიდევ 7 თამაში უნდა ჩავატაროთ და რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად. ამ სულისკვეთებით თუ ვითამაშებთ, ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში პრობლემები არ გვექნება“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 62 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 აპრილს, „პარმასთან“ გამართავს.

0.115532