უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი ბერიძე საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტმა“ „მეზოკოვეშდი“ 3:0 დაამარცხა, ჩვენებურმა კი მორიგი კარგი თამაში ჩაატარა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე მიტროვიჩს გატანაში დაეხმარა. ისეთი პასი იყო, გოლს რომ უდრიდა... ზოგადად, ქართველ შემტევს მაგარი სეზონი აქვს - 15 გოლის გატანა მოასწრო - 9 ჩემპიონატში და 6 თასზე, სადაც მისი გუნდი ფინალშია გასული.
აქვე გეტყვით, რომ „უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 29 ტურის თავზე 38 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.